„როიტერი“ - ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს უახლოვდება, კონტინენტზე ხანგრძლივი სიცხისთვის ემზადებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 22 ივნისი 2026, 09:17

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს უახლოვდება, კონტინენტზე ხანგრძლივი სიცხისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ სტატიას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ტემპერატურის მკვეთრად მომატების გამო რამდენიმე ქვეყანაში ხელისუფლებამ სპეციალური გაფრთხილებები გამოსცა, შეფერხებულია სატრანსპორტო გადაადგილება და დახურულია სხვადასხვა დაწესებულებები.

35 გრადუს ცელსიუსზე მაღალი ტემპერატურის რამდენიმე დღის შემდეგ, იტალიის ხელისუფლებამ 21 ივნისიდან რვა ქალაქში, მათ შორის ბოლონიაში, ფლორენციაში, მილანსა და ტურინში, წითელი განგაშის დონე გამოაცხადა.

ესპანეთის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ რამდენიმე რეგიონში წითელი და ნარინჯისფერი განგაში გამოაცხადა. მათი თქმით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო მატარებლების მოძრაობა გაუქმდა. პარიზის რკინიგზის სადგურ „გარ მონპარნასის“ ხელმძღვანელმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ რკინიგზის ქსელი მაღალი ტემპერატურის გამო „ძლიერად დაზარალდა“, რაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და ლიანდაგების გაფართოების საფრთხეს ქმნის.

ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალებზე ალკოჰოლის მიღება აიკრძალა.

„როიტერი“ წერს, რომ ტემპერატურის მატებას კონტინენტზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ე.წ. სითბოს გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი