ალექსანდარ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს: სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
212 22 ივნისი 2026, 13:40

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.

როგორც ის აღნიშნავს, თბილისში ჩასვლისთანავე ცხადი გახდა ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა.

„თქვენო აღმატებულებავ,

ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი და ჩემი დელეგაციის განსაკუთრებული და თბილი მასპინძლობისათვის. თბილისში ჩამოსვლისთანავე ცხადი გახდა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გულითადი და ძმური ურთიერთობა.

სერბეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან მეტი ვიდრე ორი ქვეყანა, რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ კარგი ორმხრივი ურთიერთობა - ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, გვაქვს საერთო ისტორია, რომელიც ურთიერთგადაჯაჭვულია, განმტკიცებულია მართლმადიდებლობით, რამაც გაუძლო დროის მკაცრ გამოცდას.

მე ვიყავი განსაკუთრებულად ბედნიერი და ამავე დროს შთაბეჭდილების ქვეშ იმ სწრაფი ტემპით, რომლითაც თქვენი ქვეყანა განიცდის პროგრესს და ასევე მისი ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მზაობით, გამოიჩინონ მაქსიმალური ძალისხმევა საქართველოს წარმატებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ არის, ჩვენი ბიზნეს საზოგადოებებისა და მოქალაქეების სასარგებლოდ, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ძლიერი სიყვარული აკავშირებთ. ჩემდამი თქვენი კეთილგანწყობა ნათლად იგრძნობოდა კახეთის რეგიონის სილამაზის ჩვენების ჟამს, როდესაც მისი მდიდარი კულტურა, ღვინის დაყენების ტრადიცია და რელიგიური ციხესიმაგრეები გამაცანით.

მაშინ როდესაც, მოუთმენლად ველი ჩვენი ურთიერთობის და ძმური კავშირების შემდგომ გაღრმავებას, ვსარგებლობ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ განგიახლოთ ჩემი თქვენდამი გულითადი პატივისცემა“, - აღნიშნულია ალექსანდარ ვუჩიჩის წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი