ახიმ კელერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
84 25 ივნისი 2026, 18:27

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ახიმ კელერმა.

მისი თქმით, საქართველო არ უნდა მოექცეს ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნების მხრიდან ზედმეტად ძლიერი გავლენის ქვეშ.

„საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და საქართველოს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ რა სურთ. სწორედ აქ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება მოიძებნოს გადაწყვეტილებები საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვისაც. არ უნდა მოხდეს ევროკავშირის ან მეზობელი ქვეყნების მხრიდან ზედმეტად ძლიერი გავლენის ქვეშ მოქცევა. დღეს უკვე გერმანიაშიც გვაქვს ისეთი შემთხვები, როდესაც გერმანიის ყველაზე დიდი ან ყველაზე ძლიერი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” პოლიტიკის მრავალ სფეროში იზოლირებულია და გარკვეული პოზიციების წარმოდგენის შესაძლებლობა არ ეძლევა”, - აღნიშნა ახიმ კელერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი