ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
75 25 ივნისი 2026, 18:29

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე „იუთუბერ“ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს.

მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს და მათ დაავადებული ბავშვების მძიმე ყოფით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„შეურაცხმყოფელია რა თქმა უნდა მშობლებისათვის და ბავშვებისათვის, რომლებიც გადიან ურთულეს გზას, ამ უსამართლო ბრძოლაში.

მთელი მსოფლიოა გაერთიანებული, მთელი მსოფლიო გაერთიანდა იმისთვის რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საჩუქარი აჩუქონ, რაღაცით მოეფერონ გული გაუხარონ და გამოდის ქართველთა ჯგუფი და ამას სასაცილოდ ხდიან - ეს არ შეიძლება.

ეს არის ონკოპაციენტების მშობლების უდიდესი შეურაცხყოფა.

საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ყველა, ონკოპაციენტების მშობლები, რომ ჩვენს შვილებს აუგად იხსენიებენ.

ეს არ არის სასაცილო თემა, დაინტერესდნენ მაინც რა გზას გადის თითოეული ბავშვი, თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! საშინელება, ამის აღწერა და თქმა შეუძლებელია ამას ვერ აგიხსნით.. ვერ ავხსნით ამას“, - განაცხადა მევდულ ჩულუხაძემ.

საქმე ეხება იუმორისტულ გადაცემას, სადაც, როგორც ონკოპაციენტების ოჯახის წევრები აცხადებენ, ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტი სასაცილოდაა წარმოჩენილი. პროექტი TBC ბანკის მიერაა დაფინანსებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი