ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 25 ივნისი 2026, 18:56

ვენესუელაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. აღნიშნული მონაცემები ვრცელდება სპეციალურ ვებგვერდზე, რომელიც გაუჩინარებულთა ძიებისა და იდენტიფიცირების მიზნით შეიქმნა.

ვებგვერდის მონაცემებით, ადგილობრივი დროით დილის 05:40 საათისთვის დაკარგულთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მოდელირების თანახმად, სტიქიის შედეგად შესაძლო მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს და ათასობით ადამიანს მიაღწიოს.

სამაშველო ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მუშაობას ნანგრევებში, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრების შემდეგ განმეორებითი ბიძგები სამუშაო პროცესს ართულებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი