თამარ ჩიბურდანიძე: ევროსაბჭოს რეზოლუცია ემსახურება მხოლოდ შავ პროპაგანდას ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
82 25 ივნისი 2026, 20:15

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროსაბჭოს რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ ის მიმართულია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ შავი პროპაგანდის გავრცელებისკენ.

“პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება”- წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ამ დროის მანძილზე ევროპელი ლიდერები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ქართველი საზოგადოება მსგავს გზავნილებს კრიტიკულად აღიქვამს და ისინი რეალურ შედეგს ვერ იძლევა.

„ევროსაბჭოს რეზოლუციებს რომ ქართველი ხალხი უკვე ორი ყურის პრინციპით უსმენს, ამაში აქამდე უნდა დარწმუნებულიყვნენ ევროპელი ლიდერები. მერამდენე მცდელობაა ეს და მერამდენე იმედგაცრუება იქნება მათთვის. ევროსაბჭოს სხდომიდან ქართული ოპოზიციის წარმომადგენლების პანელურმა ფოტომ კი, საბჭოთა პერიოდის ბრეჟნევის დელეგაციების ფოტო გამახსენა.

სიმართლე ის არის, რომ ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუციაც ემსახურება მხოლოდ “შავ პროპაგანდას” ქართველ ხალხზე, არადა, რა ტყუილად ირჯებიან. როგორც ჩანს, პიარ-სტრატეგიაშიც აშკარა კრიზისი აქვთ. პიარი საზოგადოებრივი აზრის სწორ კვლევას ეფუძნება და თუკი ევროპელები მარტო ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ყალბ კვლევებს არ ეყრდნობიან, უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი უსამართლო რეზოლუციები მათსავე შავ პიარს ემსახურება.

ევროსაბჭომ რაც არ უნდა დაწეროს, მომავალი არჩევნებიც მშვიდობიანად და სამართლიანად ჩაივლის. ქართველი ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ არჩევანს და დაანახებს მსოფლიოს, რომ ნებისმიერი უსამართლო ზეწოლა იმ ერზე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო იდენტობისთვის ბრძოლაში, ფუჭია და მიზანს ვერასოდეს მიაღწევს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი