ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 25 ივნისი 2026, 21:51

საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს. მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული დღესასწაული. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ მეზღვაურებს გაწეული შრომისთვის, შევაჯამოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო გეგმები. საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი – გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან.

ამ მიზნის მიღწევაში საკვანძო როლი ეკისრება განათლებას. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში საზღვაო განათლების გაძლიერებასა და მოდერნიზაციას 30 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სასწავლო გარემოს თანამედროვე სტანდარტებით განახლება არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ახალგაზრდებში – იმ თაობაში, რომელმაც საქართველოს საზღვაო მომავალი უნდა შექმნას და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფლოტში კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით.

„მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, მილიარდ ლარამდეა. ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ და საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს. გულითადად გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. წარმატებებს და მშვიდობიან ნაოსნობას გისურვებთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ვოლსკი: საქართველო დგას ევროპულ გზაზე და ჩვენ ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
არქივი