პრეზიდენტი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 25 ივნისი 2026, 22:12

ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

მისი თქმით, ქართველები ყოველთვის იყვნენ გლობალური ნავიგაციის ნაწილი, რადგან ჯერ კიდევ კოლხური ცივილიზაციის დროიდან იწყება მაღალი გამავლობის გემებისა და საქართველოს ტერიტორიაზე სავაჭრო დერეფნების ისტორია.

„დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ როლს და იმკვიდრებს თავს, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონული სავაჭრო-სატრანზიტო დერეფანი, ლოგისტიკური ჰაბი და მშვიდობის პლატფორმა. ამ პროცესში თქვენი როლი კიდევ უფრო ფასდაუდებელი ხდება - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ცოცხალი ელჩები მსოფლიო წყლებში, ადამიანები, რომლებსაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელი, დროშა და ღირსება გაგაქვთ“, - მიმართა შეკრებილ მეზღვაურებს მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების დამსწრე და შორეულ ნაოსნობაში მყოფ მეზღვაურებს და აღნიშნა, რომ მათი პროფესიონალიზმი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედია.

დღევანდელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართა.

ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ ვენესუელას 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე პირს ღირსების მედლები გადასცა
საგარეო უწყება PACE-ს რეზოლუციაზე - არ ემყარება ობიექტურ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას, შეიცავს ტენდენციურ ინტერპრეტაციებს, ცალმხრივ პოლიტიკურ შეფასებებსა და საქართველოს შესახებ მცდარი ნარატივების გამეორებას
ირაკლი კობახიძე – საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა
არქივი