პრემიერი: ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 26 ივნისი 2026, 12:39

ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად, მთავრობამ მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვა შეძლო, რაც ისევ ქვეყნის განვითარებას მოხმარდება.

„წარმოგიდგენთ ყოველწლიურ ანგარიშს სამთავრობო პროგრამის შესრულების თაობაზე. ეს ანგარიში მოიცავს გასული წლის მეორე ნახევარს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, როგორც ეს დადგენილია ჩვენი კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

ანგარიში თავისი შინაარსით ძალიან მოცულობითია და დროის სიმცირიდან გამომდინარე მე საშუალება მექნება, დღეს წარმოგიდგინოთ ამ ანგარიშის ძირითადი საკვანძო ასპექტები.

შარშანდელი წელი იყო გარდამტეხი მთავრობის საქმიანობაში სხვადასხვა თვალსაზრისით. ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობაში დასრულდა საკადრო და ინსტიტუციური ცვლილებები, რის შემდეგაც დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მთავრობის საქმიანობაში. ამ წლის განმავლობაში, თვისებრივად გაუმჯობესდა მართვის სისტემა და ეს იყო მთავარი გარდამტეხი ცვლილება, რაც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით. ეს საკადრო ცვლილებები ეხებოდა უშუალოდ სამთავრობო და მთავრობასთან დაკავშირებულ უწყებებს, მათ შორის, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ხარჯების ოპტიმიზაციის უზრუნველყოფით. 2025 წელს დეპარტამენტის საქმიანობის შედეგად გადაიხედა 115 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო პროგრამები და შესყიდვები, საიდანაც დაიზოგა 67 მლნ ლარზე მეტი. ეს არის ის თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს. 2026 წელს, დეპარტამენტის საქმიანობიდან მიღებულმა პირდაპირმა ეკონომიამ შეადგინა 67 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიამ მონიტორინგის შედეგად კორექტირებული ტენდერებიდან - 34 მლნ ლარი. ჯამში, ეს არის 101 მლნ ლარი. ეს არის ამ 1 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგი. ასევე ამ დეპარტამენტის ჩართულობით შეიქმნა ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი, რაც უზრუნველყოფს შესყიდვების პროცედურების სრულ გამჭვირვალობას და ა.შ. ეს არის ერთი კონკრეტული მაგალითი, რომელიც აჩვენებს იმას, თუ რამდენადაა შეცვლილი მიდგომა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მართვის მიმართ“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
პრემიერი - გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა
ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება, მალე დაიწყება თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა
ირაკლი კობახიძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 157 000 მიწის ნაკვეთი, ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა
პრემიერი: 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა
არქივი