პრემიერი - კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 26 ივნისი 2026, 12:40

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში.

„საქართველოს მთავრობა მუშაობს სრულად გამჭვირვალედ. ყველა სამთავრობო აქტი ქვეყნდება. გამჭვირვალობა არის ნებისმიერი მანკიერებისგან დაზღვევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ჩვენ უარი ვთქვით სხვადასხვა არასწორ პრაქტიკაზე, როგორიც იყო, მაგალითად ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო საწარმოებში.
მთლიანობაში, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეულად აღმოფხვრას. ეს იყო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული ერთი წლის განმავლობაში. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს არსებითად მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან, გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან დაკავშირებით თუ არის რაიმე ეჭვები და თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის დებატების დრო, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული. რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, მთავრობა საკუთარ ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
პრემიერი - გზებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიო, ამბიციური ხედვა, მივყვებით გეგმას და ამ გეგმის შესაბამისად, კონკრეტულ დროის მონაკვეთში, არსებითად 2031 წლამდე, დასრულდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა
ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება, მალე დაიწყება თელავის აეროპორტის და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა
ირაკლი კობახიძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 157 000 მიწის ნაკვეთი, ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა
პრემიერი: 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა
არქივი