65
26 ივნისი 2026, 13:55
ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა.
„აიზომა მთლიანობაში დღემდე 2 157 000 მიწის ნაკვეთი, დარეგისტრირდა აქედან 1 551 000 მიწის ნაკვეთი. ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა, რომელიც განხორციელდა კადასტრის მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |