პრემიერი - 1-ელი ივნისის მონაცემებით, 40 225 ოჯახის გადამოწმების შედეგად, 22 707 ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდა, რაც 56.4%-ია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 26 ივნისი 2026, 15:09

მნიშვნელოვანი პროცესი დავიწყეთ, რაც უკავშირდებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზების გადამოწმებას - დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით - რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა დახმარებას და 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, 1-ელი ივნისის მონაცემებით, დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება.

“1-ელი ივნისის მონაცემებით, დასრულებულია 40 225 ოჯახის გადამოწმება. აქედან სოციალური დახმარება შეუწყდა 22 707 ოჯახს, რაც არის 56.4 %. აქედან დაზოგილმა თანხამ შეადგინა 54.7 მილიონი ლარი. აქ იყო ხშირად სპეკულაციები სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით. გვეუბნებოდნენ, რომ თუ მცირდებოდა სიღარიბე ქვეყანაში და იზრდებოდა ეკონომიკა, მაშინ რატომ იყო გაზრდილი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. მიზეზი იყო მარტივი - გამოცხადებული იყო ერთგვარი მორატორიუმი 2020 წლის შემდეგ, აღარ მომხდარა ბაზების გადახედვა. როგორც კი დავიწყეთ ბაზების გადახედვა, დადასტურდა ის, რაც ისედაც ვიცოდით - რომ რეალურად ამ ადამიანების დიდი ნაწილი აღარ საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

ამ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ თვეში 3 000 ლარზე მეტი, 4 000 ლარზე მეტი შემოსავალი და მაინც იღებდნენ სოციალურ შემწეობას. საბოლოო ჯამში, მოხდა ბაზების გადახედვა და შესაბამისად 56%-ზე მეტით შემცირდა სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება,“- აღნიშნა პრემიერმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: ჩვენი სურვილია, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბოლო დროის განმავლობაში განვითარებული პროცესები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს
გიორგი შარაშიძე - გიორგი შარაშიძე პრემიერს - ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ და ომში ჩართვას გთხოვდათ?
პრემიერი - ახალი სტანდარტია დამკვიდრებული სასჯელაღსრულების სისტემაში - გახსოვთ, სად ვიყავით 2012 წლამდე და სად არის დღეს სასჯელაღსრულების სისტემა, რამდენად ფუნდამენტურია პროგრესი ამ სფეროში
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა
ირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
არქივი