პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
25 26 ივნისი 2026, 17:41
ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს.

„რაც შეეხება ბოდიშის თემას, აქვს თუ არა საქართველოსა და ქართველ ხალხს ბოდიში მოსახდელი. ჩვენ ხშირად გვისაუბრია 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ყოველთვის გვითქვამს, მე პირადად არაერთხელ გამიმეორებია, რომ ეს ომი არ დაუწყია საქართველოსა და ქართველ ხალხს. ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ეს იყო ღალატი ჩადენილი საკუთარი ქვეყნის და ხალხის მიმართ. სააკაშვილის რეჟიმმა ეს ომი დაიწყო და ეს იყო ღალატი სწორედ საქართველოს მიმართ და ქართველი ხალხის მიმართ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გარკვეული ფორმით შეიძლება თითოეული ჩვენგანი ვიყოთ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 9 წლის განმავლობაში აგენტურა მართავდა ამ ქვეყანას, ვერ შევძელით სათანადოდ დავპირისპირებოდით აგენტურას, მოღალატეებს, ვიდრე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ შემოვიდა პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, შეიძლება თითოეული მოქალაქის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი რესურსის ლიმიტი. ეს ლიმიტი არ აღმოაჩნდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში და ერთ წელიწადში მოღალატეები და აგენტურა გაისტუმრა სახლში. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ დღეს გვაქვს სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა. დღეს ხელისუფლებაში არ არიან მოღალატეები, აგენტები, რომლებიც დაიწყებენ ომს. დღეს საქართველოში არ მოქმედებს აგენტურის რეჟიმი. დღეს ქვეყანას ჰყავს სუვერენული, ღირსეული ხელისუფლება, რომელიც ასეთ ავანტიურაში, რა თქმა უნდა, არასდროს გახვევს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები
პრემიერი - დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო
დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება
არქივი