პრემიერი - პირველი ხელისუფლება ვართ 90-იანი წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 26 ივნისი 2026, 17:47

ყველა თემას შევეხე, რასაც მოიცავს, ზოგადად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის ევროინტეგრაციასაც, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, შევეხე ცენტრალურ აზიას, ჩინეთს, ჩვენს სამეზობლოს. ყველა მიმართულებას რეალურად შევეხე და რაც იყო პრინციპული სათქმელი, ყველაფერი სათანადოდ ითქვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა პრაგმატულ პოლიტიკაზე.

„რაც შეეხება ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, ეს პოლიტიკა პრაგმატულიც არის და პრინციპულიც ერთდროულად. ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავდით წითელ ხაზებს ამ პოლიტიკაში და ეს წითელი ხაზები პირველ რიგში დაკავშირებულია, ოკუპაციის საკითხთან. სწორედ ჩვენი პრინციპული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რითაც შეგვიძლია თავი მოვიწონოთ. ეს არის ის, რომ რეალურად, პირველი ხელისუფლება ვართ 90-იანი წლების შემდეგ, რომლის პირობებშიც არის უწყვეტი მშვიდობა, არ მომხდარა უცხო ძალის ტერიტორიული წარმომადგენლობის გაფართოება ჩვენს ქვეყანაში და შეჩერდა ეკონომიკური ინტერვენციაც. პირველი ხელისუფლება ვართ, ვისაც შეუძლია მოიწონოს ამით თავი. ეს არის ჩვენი პრაგმატული და პრინციპული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები
პრემიერი - დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიას: თქვენ ამტკიცებთ, რომ თვალთხარია კი არ არის გახარია, რასაც მაშინ ბანერით ამტკიცებდით, არამედ ამტკიცებთ, რომ უთავმოყვარეოა და რა მნიშვნელობა აქვს, თვალთხარიაა თუ უთავმოყვარეო
დეკანოზი საბა ჭიკაიძე ლეიკემიით დაავადებული პირების დაცინვაზე: ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება
არქივი