ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული, ამაზრზენი ხუმრობაა. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია, ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება, - განაცხადა დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას, რითაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც „იუთუბერები“ ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.
„არსებობს რაღაც წითელი ხაზები, რაღაც თემები რაზეც ხუმრობა არ შეიძლება. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება. ადამიანს, რომ რაღაც ნაკლი აქვს იმას არ უნდა გაეხუმრო და არც სხვასთან ხუმრობისთვის უნდა გამოიყენო. ძალიან, ძალიან ცუდი ხუმრობა იყო. ამდენი ადამიანია ლეიკემიით დაავადებული… ამაზრზენი ხუმრობაა, არაფრით შეიძლება. ჩემი დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია. იმედია, მსგავსი აღარ განმეორდება. ღმერთმა სინანული მისცეს ამ ადამიანებს და გონს მოიყვანოს. ყველაფერზე ხუმრობა არ შეიძლება”.- განაცხადა დეკანოზმა „კვირასთან“ საუბრისას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |