პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 26 ივნისი 2026, 19:11

პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, გახარიას პარტიის წარმომადგენლის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში ვითარება დაიძაბა, რაც საბოლოოდ, დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

გიორგი შარაშიძე საპარლამენტო ტრიბუნიდან საუბრობდა, რომ თითქოს, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით კუთხეში იდგა. სწორედ ამ განცხადების დროს კი გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ირაკლი ხელაძეს შორის დაწყებული საუბარი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, რომელშიც შემდეგ სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ.

აღნიშნულ პროცესს სხდომათა დარბაზში თვალ-ყურს ადევნებდა პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები. საბოლოოდ, გახარიას პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

ამ დროისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტუაცია განმუხტულია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა - თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი
არქივი