ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა - თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 26 ივნისი 2026, 19:16

მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის რეპლიკას, რომ კობახიძე „კვერცხის ფასთან დამარცხებულია“.

პრემიერ-მინისტრმა ტატა ხვედელიანს პოლიტიკური წარსული გაახსენა.

„ქალბატონმა ტატა ხვედელიანმა თქვა, კვერცხის ფასთან დამარცხებულიო, ეს ადრე ლევან ბურატინოვამ თქვა, თქვენმა თანაპარტიელმა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა. ამიტომ, თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი. ასევე, თქვენს ადგილას არ ვისაუბრებდი „ნაცებზე“, როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი ტატა იყო, ნუ შეიძლება, არც გამეხსენებინა წარსული ცოდვები, ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი პოლიტიკური ცოდვები წარსულში, მაგრამ ქალბატონი ტატა ბრძანდებოდა, რასაც მაშინ ჰიტლერ იუგენტს, მიშას იუგენტს უწოდებდნენ, იმის აქტიური წარმომადგენელია და დღეს ვიღაცებს ელაპარაკება იმაზე, რომ თითქოს, „ნაციონალებთან“ რაღაც კავშირი ჰქონდა. ქალბატონო ტატა, არასწორია“,- განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს
პრემიერი ოპოზიციაზე: როცა ვუყურებთ ამ აგენტურას, ეს არის მათი საერთო სახე - ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა, ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები
არქივი