მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 26 ივნისი 2026, 22:06

დუბროვნიკის ფორუმი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ხორვატიაში გასამართი ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„წელს ამ ფორუმის განხილვის მთავარი თემაა რეგიონული თანამშრომლობები, მულტი ვექტორული დიპლომატია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გვექნება საუბარი სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს როლზე რეგიონში, ფართო რეგიონში, დაკავშირებადების კონტექსტში, ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორობების და თანამშრომლობების განვითარების კონტექსტში. ასევე კარგი შესაძლებლობაა, გვქონდეს განხილვები კოლეგებთან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, - განაცხადა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ის ასევე შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს.

„იცით, რომ საქართველოს აქვს წარდგენილი საკუთარი კანდიდატურა მომავალ წელს ეუთო-ს თავმჯდომარის პოსტზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეუთო-ს ყველა წევრ სახელმწიფოსთან კონსულტაციები და მუშაობა, რომ საქართველოს ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა“, - საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, ბოჭორიშვილმა ისაუბრა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორთან, ჰანს კლუგესთან გამართულ შეხვედრაზეც.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გვესაუბრა მათ საქმიანობაზე საქართველოში, საქართველოს როლზე და საქართველოს საქმიანობაზე ორგანიზაციის ფარგლებში“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

26-27 ივნისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ხორვატიაში, სადაც ხორვატიის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ რადმანის მიწვევით, დუბროვნიკის 2026 წლის ფორუმში მონაწილეობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროა, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ ვერ გასცდა ერთ გვარს გიორგი გახარიას
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
ირაკლი კობახიძე: ნული კომპეტენცია, ნული ინტელექტი, ნული კეთილსინდისიერება, ნული პატრიოტიზმი - ვიდრე ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაში და თუნდაც, ფორმალურად იწოდებიან ოპოზიციად, მანამდე როგორ შეიძლება შედგეს ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა?
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ტრაგიკულია ის სურათი, რასაც ვხედავთ, ეს სურათი აჩვენებს ინტელექტის, განათლების, პატრიოტიზმის და კეთილსინდისიერების უკიდურეს დეფიციტს
ირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის დეპუტატებს - ძირითადად, ლაყე კვერცხებთან ვიგებთ არჩევნებს გასული 10 წლის განმავლობაში, თქვენ გგულისხმობთ, რა თქმა უნდა - თქვენს ადგილას კვერცხებზე არ ვისაუბრებდი
არქივი