შიო მესამე – ვულოცავთ ნონა გაფრინდაშვილს საიუბილეო თარიღს, მისი ღვაწლი ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება, შრომის, ნიჭის და ერთგულების წყალობით, მთელი ერის სიყვარული დაიმსახურო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 28 ივნისი 2026, 00:01

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნონა გაფრინდაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული, ნონა გაფრინდაშვილის სახელი დიდი ხანია, გასცდა სპორტის ფარგლებს და საქართველოს ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს.

„არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული და საამაყო ადამიანი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. მისი სახელი დიდი ხანია, გასცდა სპორტის ფარგლებს და ჩვენი ქვეყნის ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ქალბატონმა ნონამ არა მარტო ასახელა სამშობლო მსოფლიო ასპარეზზე, არამედ მრავალი თაობისთვის თავდაუზოგავი შრომის, ქვეყნის ერთგულებისა და სიყვარულის მაგალითად იქცა. მისი ღირსეული გამარჯვებები ხომ საქართველოს სახელთან სამუდამო და განუყოფლად არის დაკავშირებული.

გულითადად ვულოცავთ მას ამ საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით მისი ღვაწლისთვის, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შრომის, ნიჭისა და ერთგულების წყალობით ადამიანმა მთელი ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახუროს.

უფალმა დალოცოს ქალბატონი ნონა და მისი ოჯახი, მომადლოს ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი სიმხნევე და მრავალჟამიერი სიცოცხლე!“ – ნათქვამია მილოცვაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს-მ იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა
პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო - ევროპელი ჩინოვნიკებისგან მოწონების შეფასება მიეღო
არქივი