გიორგი გამსახურფია ვიქტორ ყიფიანზე - გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი. კიდევ რაღაც, არ დავწერ, უფლებებს ლახავსო იტყვიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 29 ივნისი 2026, 06:56

გიორგი გამსახურდია ეროვნული მოძრაობის დროს მის სახლში მომხდარ ისტორიას იხსენებს, როდესაც ავეჯის რესტავრატორმა ზვიად გამსახურდიას განუცხადა, რომ პოლიტიკაში წასვლას და პარტიის შექმნას აპირებდა.

როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, ეს ისტორია ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტიის დაფუძნებამ გაახსენა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ავეჯის რესტავრატორი პატიოსანი ადამიანი იყო, ყიფიანი კი - „გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი“.

„ეროვნული მოძრაობის პერიოდში, ჩვენს სახლში მოღვაწეობდა კაცი, რომელიც კოწიას ნაქონ ავეჯს რესტავრაციას უკეთებდა. ჟარგონულად, ე.წ აბოიშჩიკი.

როდესაც მორჩა ეს კაცი საქმეს, ზვიადს თხოვა, ბატონო ზვიად, თქვენთან საქმე და სასაუბრო მაქვსო. რა თქმა უნდა, ზვიადმა თანხმობა განუცხადა და საუბარიც შედგა. საუბრის შინაარსი იყო, რომ ამ კაცმა უთხრა ზვიადს, პოლიტიკაში უნდა წავიდე და პარტია უნდა შევქმნაო. ზვიადმა, წარმატება უსურვა და იმ კაცმაც გააკეთა პარტია.

ეს ამ ვიქტორა ყიფიანზე გამახსენდა, ოღონდ იმ სხვაობით, რომ ის პატიოსანი კაცი იყო, ეს კიდევ - გამყიდველი, უმადური და ნამუსგარეცხილი. კიდევ რაღაც, არ დავწერ, უფლებებს ლახავსო იტყვიან“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს წარუმატებელი უწოდა და კორუფციაში, არაკომპეტენტურობასა და პირადი ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დაყენებაში დაადანაშაულა
შსს-მ იმერეთში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა
პაატა სალია: სახელმწიფო დგას ძლიერ საჯარო ინსტიტუტებზე, თავისმხრივ, ძლიერი საჯარო ინსტიტუტები იქმნება პასუხისმგებლიანი, ერთგული, პროფესიონალი ადამიანებისაგან
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს
ცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
არქივი