ნენსკრაჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის სტრატეგიული პროექტია-ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1339 31 ივლისი 2020, 11:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კორეის რესპუბლიკის გარემოს მინისტრ ჩო მენ რესთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ხარისხი და ხაზი გაუსვეს მზარდ დინამიკას, როგორც ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ 2019 წელს კორეიდან საქართველოში 25 პროცენტით მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა.

„კორეელ ინვესტორებს შორის საქართველოს, როგორც მიმზიდველი ბაზრის პოპულარობა  იზრდება. დღესდღეობით, 80-მდე კომპანია საქმიანობს საქართველოში, რომლებიც კორეული კაპიტალის მონაწილეობით არის შექმნილი სხვადასხვა სფეროში. თუმცა მათ შორის, გამოირჩევა საქართველოს ენერგეტიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი – ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც მსხვილი კორეული კომპანია „ქეი უოთერი“ ახორციელებს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ნენსკრაჰესი უმსხვილესია „ქეი უოთერის“ უცხოურ პორტფელში და ამავე დროს სტრატეგიული პროექტია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და  ენერგოუსაფრთხოებისთვის.

„კორეის გარემოს მინისტრმა გამოხატა კორეის რესპუბლიკის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა ამ  პროექტის მიმართ და მზადყოფნა, მოხდეს პროექტის დროული იმპლემენტაცია,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი და კომპანია „ქეი უოთერის“ წარმომადგენლები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი