გიორგი ბარამიძე - "ევროპული საქართველო" უკაცრავად, დებილების დოღია, თუ ხალხი გგონიათ გონებასუსტი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1173 09 სექტემბერი 2020, 17:33

"ენმ-ს და მის ლიდერ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მოგება (გინდაც ერთპიროვნულად) უნდოდეს, ეს ნიშნავს რომ გინდა თუ არა "ერთპიროვნული მმართველობა" უნდა? თან ამ "ერთპიროვნულობაზე" საუბარი ოლიგარქ ივანიშვილის მართლაც "ერთპიროვნულ" მმართველობასთან შედარების კონტექსტში, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდებაა.

მორჩით ღია კარის მტვრევას და ენმ-სთან კონფრონტაციული თემების თითიდან გამოწოვას, ამით რასაც მიაღწევთ მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს ამომრჩეველს გაიუცხოვებთ და ვაკესა და მთაწმინდაზე თქვენს კანდიდატებს ხმას აღარ მისცემენ და ამით იმ ივანიშვილის საქმეს გააკეთებთ ვისაც ამბობთ ვებრძვითო.

ამ დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო გამოხდომით, ქოცების საქმეს რომ აკეთებთ ვერ ხვდებით?

და კიდევ, მეტი არაა ჩვენი მტერი, ბატონი ბოკერია და თქვენ იყოთ "მომავალი" და სააკაშვილი და ენმ (რომელიც მძიმე დროს მიატოვეთ) "წარსული"! 

თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებთ!

მთავარი ოპოზიციური პარტიის და მისი ლიდერის ოპოზიციონერობას მოეშვით და ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებით დამარცხებაზე კონცენტრირდით!

თქვენს საქმეს მიხედეთ, საქმეს!" - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი