ხარაგაულს აქვს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი ,ეს არის სატრანზიტო დერეფანი-პაატა კვიჟინაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1021 21 სექტემბერი 2020, 13:09

ხარაგაულს აქვს სწრაფი განვითარების დიდი პოტენციალი ,ეს არის სატრანზიტო დერეფანი – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, უამრავი საქმეა გაკეთებული, არნახული საქმე. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, ჩუმათელეთის”, გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას – ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას.

რაც შეეხება ადგილობრივ გზებს – გეტყვით, რომ უმეტეს სოფლებში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს – ეს მოთხოვნები ყოველ დღე ძლიერდება და ეს სწორია იმიტომ, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად მოთხოვნაც გასაგებია.

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებას” აქვს საშუალება , ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების” დროს დაიწყო ეს საქმეები. გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება.

ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების – ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა, თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით.

დღეს „ქართულ ოცნებას” ალეტერნატივა არ ჰყავს. ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო,”- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
ცესკომ დაიწყო ტრენერთა ტრენინგი, რომელიც ასობით ტრენერის გადამზადებას მოიცავს
არქივი