გლდანში, 35-ე ბაღის და 39-ე საჯარო სკოლის საარჩევნო უბნებში ნიკა მელიას მხარდამჭერები ამომრჩევლების დაშინებას ცდილობდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1228 31 ოქტომბერი 2020, 17:08
თბილისში, გლდანში, 35-ე ბაგა ბაღის და 39-ე საჯარო სკოლის საარჩევნო უბნებში “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მხარდამჭერები ირაკლი ეძგვერაძე (ჭყიპინა), ყოფილ ფეხბურთელი ირაკლი ალადაშვილი და ვინმე ჯაბა ამომრჩევლის დაშინებას ცდილობდნენ.

​როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ისინი “ქართული ოცნების” ამომრჩეველს აფერხებდნენ, რომ საარჩევნო უბანში არ შესულიყვნენ. მისივე თქმით, ნიკა მელია თავის თანამზრახველებთან ერთად უხეშად არღვევდა კანონს.

როგორც “კვირას” კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, აღნიშნული პირები 39-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

​მისივე ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია და ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორია დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმაც დატოვეს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი