ირაკლი ღარიბაშვილი - ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1444 21 ნოემბერი 2020, 16:42

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხმა მისცა ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

“საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მეორე ტური მშვიდ პროცესებში მიმდინარეობს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს პოლიტიკოსებს მიეცათ შესაძლებლობა, რეალურად დაამტკიცონ, სახელმწიფოებრივად მოიქცევიან თუ არა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცენტრალური საარჩევნო კომისია: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს დაინტერესებული მხარეები ცესკოს დისკრედიტაციისთვის იყენებენ
მამუკა მდინარაძე: 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები
ირაკლი კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - კარგია, რომ საპატრიარქოც ჩაერთო ამ პროცესში, რაც, იმედია, ხელს შეუწყობს საკითხის დეპოლიტიზებასაც
ცესკომ ქუთაისსა და ზესტაფონში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა
ნათია იოსელიანმა დუშეთში ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
არქივი