787
22 ნოემბერი 2020, 23:01
საქართველოს თასის ფინალი გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.
„მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები - წყალტუბოს "სამგურალი" და გაგრა დაუპირისპირდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |