არ მგონია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს - შოთა გულბანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1467 20 ნოემბერი 2019, 19:47

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას "აფბას" ხელმძღვანელი შოთა გულბანი აფასებს.

„არ მგონია მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება გამართლებული იყოს. ინფლაციური მოლოდინების დროს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას მაშინ აქვს ეფექტი, როცა დოლარიზაციის კოეფიციენტი გაქვს დაბალი. ჩვენთან მიმდინარე ეტაპზე სესხების დოლარიზაცია 57 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი გვაქვს სუსტი და ეროვნული ბანკი თავის უმთავრეს ინსტრუმენტს, რეფინანსირების განაკვეთს ეფექტურად ვერ გამოიყენებს და შედეგებს მოგვცემს კონტრპროდუქტიულს. ისეთებს როგორიცაა შეფერხებული ეკონომიკური ზრდა და გაძვირებული სესხები. ასეთ ვითარებაში ერთ-ერთი საუკეთესო გზა ლარის მიმართ ნდობის განმტკიცებაა მოსახლეობაში, რაც გრძელვადიანი პერიოდის მიზანია და რა თქმა უნდა დოლარიზაციის კოეფიციენტის ეტაპობრივი შემცირება, რაც ეკონომიკის გაჯანსაღების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი