ეკა ბესელია - პლებისციტის ჩატარება აბსოლუტური ფიქციაა და არასერიოზულია, ეს არის დროის გაყვანის მცდელობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1163 05 დეკემბერი 2020, 15:30

ყველას, ვინც არის ამ პროცესის მონაწილე უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციას ახლა რამე ტიპის მორალური კომპრომისის და უკან დახევის უფლება არ აქვს. ამის გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნერვების ომია, იოლი არ არის, – ამის შესახებ „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პლებისციტზე საუბარი არასერიოზულობაა, რომლითაც „ქართული ოცნება“ დროის გაყვანას ცდილობს.

„მეც გამომიცდია ჩემს თავზე 2008 წელს, როცა მანდატზე უარი ვთქვი. ვიცი რთულია, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილებას იღებ, საჯარო ინტერესი პირად ინტერესზე მაღლა უნდა დადგეს. არ მინდა რომელიმე მათგანში ეს სისუსტე დავინახო, რადგან ასეთი სისუსტის გამოჩენა რამე მიზეზით, მათ შორის სრულიად აბსურდული არგუმენტით, რომელიც არის პლებისციტის ჩატარება და გამოკითხვის ჩატარება, რაც აბსოლუტური ფიქციაა, აბსოლუტურად არასერიოზულია. ეს არის დროის გაყვანის და იმ ხაფანგში შესვლის მცდელობა, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ სთავაზობს იმ ადამიანებს, ვისთანაც ალბათ,  მცდელობა აქვს მოლაპარაკების და გადაბირების. ხელისუფლება იძულებული იქნება უკან დაიხიოს. ის აუცილებლად დაიხევს უკან, როგორც კი ვერ დაინახავს იმ სუსტ ადგილებს, რომელსაც ეძებს ოპოზიციის შიგნით“, – განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ შვიდი პარტიის წინადადებების პაკეტში, ორი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ბესელია აცხადებს, აღნიშნულის შესახებ კითხები მასაც აქვს.

„რა პუნქტები გაიგზავნა, რომელიც რამე კომპრომისულ და გარიგების შინაარსს ტოვებს, არ ვიცი და მეც დავსვამდი ამ კითხვას. თუ რამე ისეთი დაემატა, რაც არ იყო ჩვენთვის ცნობილი, უნდა გვითხრან. ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო ეს განცხადება. ალბათ, ირმას ჰქონდა ამის საფუძველი ასეთი რამ რომ თქვა. ამიტომ, მეც მინდა ამის გარკვევა და ვიკითხავ. არც ერთი ისეთი პუნქტი არ უნდა დაემატოს, რომელიც დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის თამაში მმართველ პარტიასთან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის პარტიული სიების წარდგენის წესებს აქვეყნებს
ცესკო არჩევნებში ჩართულ მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
ცესკომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
გიორგი სანტურიანი: წილის ყრით, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, ერთიდან დაწყებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხვდება დოლურაში და გათამაშდება
60 დღით ადრე პრეზიდენტმა გამოსცა აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ 60 დღიან პერიოდში მთელი რიგი სამართლებრივი რეგულაციები ამოქმედდა
არქივი