იაგო ხვიჩია - არც "ოცნებას" და არც "ნაცებს" არ უნდათ, პარლამენტი შედგეს, ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს, სრულად ვემიჯნები ამ პროცესს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1083 25 იანვარი 2021, 16:26

 „დღევანდელი საპარლამენტო ისტერია ძალიან ჰგავს კორონაისტერიას“, - „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია „ფეისბუქზე“ წერს.

 „მაშინაც ყველა პოლიტიკოსი და საჯარო პირი შეითქვა ადამიანების საწინააღმდეგოდ და შედეგის გაუაზრებლად, უფიქრელად ჩაება სამყაროში ყველაზე უაზრო და  სულელურ  #დარჩისახლში კამპანიაში.

მაშინ ჩვენი ამოცანა იყო ადამიანებისთვის გვეთქვა სიმართლე, რომ ირგვლივ ყველა იტყუებოდა და არავისთვის დაეჯერებინათ.

სხვა საკითხია, დაგვიჯერეს თუ არა, მაგრამ ჩვენ ამ სწორი პოზიციის გამო პირნათელი ვართ საქართველოს მოსახლეობასთან.

ზუსტად იგივე ხდება ახლა, არც ოცნებას და არც ნაცებს არ უნდათ, ეს პარლამენტი შედგეს, ორივე მათგანი სინქრონულად ანგრევს ქართულ პარლამენტარიზმს.

ჩვენ ჯერ პატარა პარტია ვართ და სამწუხაროდ, ჩვენზე არაა დამოკიდებული, შედგება თუ არა ეს პარლამენტი. 

ქოცებზე და ნაცებზეა დამოკიდებული და მათ არც ერთს არ უნდა, რომ შედგეს.

ასეთ დროს ჩემი ამოცანაა, გითხრათ, რომ სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია.

მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ როცა ყველა მზად არის, საკუთარი ინტერესებს შეწიროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები, ჩვენნაირი პატარა პარტიის ძალისხმევა არაა საკმარისი.

დარჩენილ დღეებში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კოლეგების აზრზე მოსაყვანად, გამოვიყენებთ ამისათვის NDI კვლევის შედეგებსაც, მაგრამ თუ არაფერი გამოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მე ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო და ამით მინდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა მომავალზე, რომელიც ქოცების და ნაცების 9-წლიანი დაპირისპირების შედეგად მივიღეთ და ქართული პარლამენტარიზმის განადგურებით დამთავრდა“, – წერს ფეისბუქ გვერდზე იაგო ხვიჩია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი