ქეთევან დუმბაძე თაკო ჩარკვიანს პასუხობს - ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
967 14 თებერვალი 2021, 22:11
ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს, - ამის შესახებ დეპუტატი ქეთევან დუმბაძე სოციალურ ქსელში თაკო ჩარკვიანს პასუხობს.

“ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ. მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე - როცა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია.

ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა იმ მხარეს, რომელიც არ არის სიმართლეზე დაფუძნებული, რომელიც წარსულის მძიმე ცოდვებითაა დამძიმებული; სადაც მიზანი ქაოსი, სახელმწიფოს ნგრევა, უთანასწორობა და კანონების ფეხზე დაკიდებაა; ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი იმ მხარეს დგომა, რომელიც ოკუპაციის პირობებში და პანდემიისგან მიყენებული უკიდურესი კრიზისის დროს სახელმწიფოს კიდევ უფრო დასუსტებას ისახავს მიზნად; სამწუხარო და გასაკვირია შენგან ფსიქოლოგიური ბულინგის მცდელობა ჩემზე მაშინ, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესად შეიძლება - ნიკა მელიას ვერავინ ჩასვამს ციხეში თუ კანონის ელემენტარულ მოთხოვნას დაემორჩილება და გირაოს გადაიხდის. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და სხვაზე არავიზე.

ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც ქვეყნის და მომავლის წინაშე ოდნავი პასუხისმგებლობა გააჩნდეს, გადაწყვეტილებას რომელიმე პოლიტიკოსის, ბრალდებულის სიჯიუტისა და ახირებიდან გამომდინარე იღებდეს და არა კანონის უზენაესობის პრინციპებიდან. 

თაკო, სულ სხვა ადამიანი, სხვა „მხარეა“ დასარწმუნებელი, რომ კანონი უზენაესია!

მორალი არ შეიძლება უკანონობის მხარეს იყოს.

და რა გამოდის - ჩემი ბავშვობის მეგობარი მორალზე მიმითითებს და მთხოვს, რომ მელია სახელმწიფოზე და კანონებზე მაღლა დავაყენო. ნუთუ ვერ ხვდება რისკენ მიბიძგებს, მან ხომ მშვენივრად იცის, რომ მელია შეგნებულად აქეზებს და უკანონობისკენ მოუწოდებს საზოგადოებას, რითაც მიზანმიმართულად ქაოსისკენ მიმართულ ლოგიკას ამკვიდრებს.

შენი პასუხი მაინტერესებს, თაკო, რა პასუხი აქვს მელიას მათთვის, ვინც სამართლებლივ დევნაშია და ჯარიმებს იხდის? ვისაც სამაჯურები უკეთიათ? ვინც დღესაც საპატიმროშია?

რა ვქნათ, შერჩევითი სამართალი ვიქადაგოთ?!

და მთავარი - ნურავინ მასწავლის ნურც თანადგომას, ნურც შემწყნარებლობას, ნურც გვერდში დგომას და მით უმეტეს სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში სახელმწიფოს, კონსტუტიციისა და კანონების დაცვაში გამოიხატება!” - წერს ქეთი დუმბაძე სოციალურ ქსელში.

 თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, ვერ წარმოუდგენია, დუმბაძემ ნიკა მელიას წინააღმდეგ ღილაკს თითი ისე დააჭიროს, ვერ გაანალიზოს, რომ ის სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის გაპროტესტების გამო ისჯება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი