გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1256 12 დეკემბერი 2019, 21:09
 უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის პლენარული სხდომის შემდეგ, ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევას შეუწყობს ხელს.

გიორგი გახარიამ, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურებთან ერთად ხელი მოაწერა ყოვლისმომცველ დეკლარაციას, რომელიც განსაზღვრავს სუამ-ის ფარგლებში მიმდინარე პროცესებს, ეკონომიკური განზომილებით, სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის განვითარების პერსპექტივით, ხალხთაშორისი ურთიერთობის, ტურიზმის ზრდის კუთხით და ასევე - პოლიტიკური განზომილებით.

გარდა ამისა, პლენარული სხდომის შემდეგ გაფორმდა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო მასშტაბით ისარგებლონ განსაკუთრებული ნდობით, როგორც ბიზნესსაზოგადოებაში, ისე მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობაში.

ასევე ხელი მოეწერა განზრახულობათა ოქმს სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასადასტურებლად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თაობაზე. შეთანხმების შედეგად, ახლად გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატზე უფლებამოსილი სუბიექტის ხელმოწერასთან ერთად, დატანილი იქნება QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
არქივი