ტყიბულელ მეშახტეებს დავალიანება გაუსტუმრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1185 01 ოქტომბერი 2019, 10:49

მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ტყიბულში ახალმა ინვესტორმა საქმიანობა დაიწყო და პირველი დაპირება შეასრულა - მეშახტეთა ვადაგადაცილებული სახელფასო დავალიანება, მილიონ 200- ათას ლარი  გაისტუმრა.   

მინისტრის თქმით, მას კომუნიკაცია აქვს, როგორც მეშახტეებთან, ასევე ინვესტორ კომპანიასთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება შახტებში საქმიანობა და როგორია მისი განვითარების პერსპექტივა, იგივე თბოელექტროსადგურის მშენებლობის კუთხით. ასევე, პრიორიტეტია შრომის უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი პრიორიტეტულია და ეს ნორმები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ეკონომიკის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ინვესტორის მხრიდან დანარჩენი დაპირებებიც დროულად შესრულდება.

„დიდი იმედი მაქვს და ამას კარგად გავაკონტროლებთ, რომ დანარჩენი დაპირებებიც დროულად იქნება შესრულებული ინვესტორის მხრიდან, ჩვენ კი მათ ამ დაპირებების შესრულებაში გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ტყიბულის შახტის ახალი ინვესტორი Steel International trade company, შახტის ტექნიკური გამართვისთვის 10-მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს.

  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
არქივი