Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში დღეს საქართველო მე-5 ადგილზეა, 2012 წლამდე კი ოცეულის მიღმა იმყოფებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1118 14 სექტემბერი 2021, 14:03
„მსოფლიოში ცნობილმა დამოუკიდებელმა კვლევითმა Fraser Institute-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს 165 ქვეყნის მიხედვით ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგი. ამ ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს 8.26 ქულით მე-5 ადგილი უკავია და ბოლო ერთ წელიწადში სამი საფეხურითაა დაწინაურებული (2012 წლამდე ის საერთოდ, პირველი ოცეულის მიღმა იმყოფებოდა). საქართველოს ზემოხსენებული, გაუმჯობესებული რეიტინგი სახელმწიფო მდგრადობისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, თანმიმდევრული რეფორმების ეფექტიანობის არაპირდაპირი აღიარებაცაა და იმის დასტურიცაა, რომ პოზიტიური, წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ეკონომიკური თავისუფლების მაღალი ხარისხის ხარჯზე მიიღწევა,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე Fraser Institute-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგს. 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო საგრძნობლად უსწრებს თავის ყველა სახმელეთო მეზობელს (აღნიშნული მაჩვენებლით აზერბაიჯანი 121-ე ადგილზეა, თურქეთი - 114-ე, რუსეთი - 100-ზე, სომხეთი - 15-ე ადგილზე). თანაც, სომხეთის გარდა, საქართველოს ყველა სახმელეთო მეზობელის რეიტინგი ბოლო ერთი წლის მანძილზე გაუარესდა (აზერბაიჯანმა 9 ადგილით დაიხია უკან, რუსეთმა - 10-თ, თურქეთმა - 24-ით; სომხეთმა 2 ადგილით გაიუმჯობესა რეიტინგი). პოსტაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოსთან აღნიშნული მაჩვენებლით ყველაზე ახლოს მყოფი ლიტვა 7-ე ადგილზეა.

იოსებ არჩვაძის განცხადებით, მსოფლიოში პირველ ადგილს, შარშანდელის მსგავსად, ინარჩუნებს ჰონგ-კონგი, თუმცა მასთან საქართველოს ჩამორჩენა ერთ წელიწადში 14.5 პროცენტით შემცირდა (0.76 ქულიდან 0.55 ქულამდე).

„ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას. მის წინ, 4-ე ადგილზე იმყოფება შვეიცარია, ხოლო ერთი ნაბიჯით უკან, 6-ე ადგილზე - აშშ-ია. ქვეყნის ეკონომიკის თავისუფლების რეიტინგის მფორმირებელი 5 ინდიკატორიდან 3-ში (მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემის და საკუთრების უფლებების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება) საქართველომ საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიცია. ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს ფორმირების წყალობით პირდაპირ აისახება ბიზნესის გააქტიურებასა და ეროვნული პროდუქტის ერთეულზე ბიუროკრატული ხარჯების შემცირებაში, რაც საბოლოოდ თავის გამოვლენას პოულობს ეკონომიკის ზრდის გაუმჯობესებულ პარამეტრებში,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, „ფრეიზერის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული შეფასება მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ცნობილი სარეიტინგო სააგენტოების მიერ საქართველოს ეკონომიკის მიმართ მისი მდგრადობის, საკრედიტო რეიტინგისა და კერძო ბიზნესისათვის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკაზე გაკეთებულ ბოლო დროს განხორციელებულ საკმაოდ დამაიმედებელ დასკვნებს და შეფასებებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი