ანაკლიის პროექტი ბოლომდე იქნება მიყვანილი, იქნება უფრო დახვეწილი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1258 13 იანვარი 2020, 21:30
მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი, იქნება უფრო გამართული, უფრო დახვეწილი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ანაკლიის პორტის აშენება, თუმცა ამისათვის ფული არ ჰქონდა, არის ტყუილი.

„ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ნაციონალურ მოძრაობას ყოველთვის სურდა ანაკლიის პორტის აშენება და ამისთვის ფული არ ჰქონდათ. მან დაასახელა სავარაუდო რიცხვი - 220 მილიონი, რაც სჭირდებოდა პორტის მშენებლობას და თქვა, რომ ეს ფული არ ჰქონდა სახელმწიფოს, არ ჰქონდა ხელისუფლებას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამავე დროს ააშენა მეორე პარლამენტი, ააშენა საკუთარი რეზიდენცია, რასაც უფრო მეტი თანხა დაახარჯა, ვიდრე პორტის მშენებლობისთვის იყო საჭირო. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ სტრატეგიული, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენ დავიწყებთ ძიებას ახალი ინვესტორების ჩასართველად ამ პროექტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი, იქნება უფრო გამართული, უფრო დახვეწილი პროექტი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი