ექსპორტმა 2019 წელს კარგი შედეგები დაგვიტოვა - ვახტანგ ჭარაია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1369 14 იანვარი 2020, 12:35
სადაც გაუმჯობესებაა - უნდა ითქვას, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი სამიზნეები გავიჩინოთ დასამუშავებლად,- ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს.

ბრუნვა გაიზარდა (2.7%-ით), იმპორტი შემცირდა (0.8%-ით), ექსპორტი გაიზარდა (12.4%-ით), სალდო შემცირცა (4.8%-ით). იდეალური კომბინაციაა! აქიდან გამომდინარე: პირველი, არასწორია თქმა რომ ჩვენ ეკონომიკა არ გვაქვს, მით უფრო ჩვენ რას ვაწარმოებთ და რა აზრი აქვს ეკონომიკურ პოლიტიკას მაშინ როდესაც მარტო ექსპორტზე დაახლოებით 11 მილიარდი ლარის ($3.77 მლრდ) პროდუქცია გაქვს გატანილი და  მეორე, დაველოდოთ სრულფასოვან მონაცემებს სადაც გამოჩნდება რეექსპორტის წილიც და დარწმუნებული ვარ მანდაც ძირითადი წილი ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ იქნება გაუმჯობესებული; ბოლოს, კმაყოფილებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. ჯერ ისევ გამოწვევად რჩება: ფართო მასების დასაქმება, ხელფასების გამოთანაბრება, შრომითი უფლებები, ოლიგოპოლიები და მრავალი სხვა... თუმცა, სადაც გაუმჯობესებაა - უნდა ითქვას, რომ სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და სწორი სამიზნეები გავიჩინოთ დასამუშავებლად“,- წერს ვახტანგ ჭარაია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი