2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში 500.5 მლნ ლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1243 15 იანვარი 2020, 14:15

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  2019 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 172.3 მლნ აშშ დოლარი (500.5 მლნ ლარი) შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მოცულობა 16.4 პროცენტით გაიზარდა და 65.15 მლნ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების 38 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, 2019 წლის დეკემბერში 2018 წლის დეკემბერთან შედარებით 215.86 პროცენტით გაიზარდა გზავნილები ყირგიზეთიდან, 107.71  პროცენტით  ყაზახეთიდან, 84.19 პროცენტით სომხეთიდან, 76.51 პროცენტით უკრაინიდან, 6.74 პროცენტით თურქეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან კი ფულადი გზავნილებს 0.08 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ზრდის დაბალი ტემპის მიუხედავად, დეკემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში ყველაზე მეტი, 43.82 მლნ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც მთლიანი გზავნილების 25.44 პროცენტია. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი