აქამდე თუ პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ახლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ პოლიტიკურ ქაოსში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
590 10 ნოემბერი 2021, 13:04
„ან ხარ დამოუკიდებელი ან არ ხარ. აქ შუალედი არ არსებობს და არცერთ სუბიექტს არ უნდა მისცე უფლება ხელყოს შენი ან სხვა შენი კოლეგა მოსამართლეების ღირსება და დამოუკიდებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ურა-პატრიოტიზმი კი ნამდვილად უადგილოა და აშკარად ჩანს, რომ აქაც ხელოვნურ მანიპულაციებს აქვს ადგილი“- წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში სათაურით „მოსამართლეთა „პროტესტის“ ანატომია“.                                                   

მისი თქმით, თუ აქამდე პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ახლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში. ერთ-ერთი მიზანია, სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, რომელიც 10 ნოემბერსაა ჩანიშნული და შემდგომ პერიოდშიც ინტენსიურად ჩაინიშნება, სასამართლოში შეიტანონ არეულობა, დაიწყოს შიდა დაპირისპირებები და კონფლიქტები, რათა მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოექცეს სააკაშვილის სასამართლო პროცესები და დისკრედიტაციის უმაღლეს ხარისხში ავიდეს სასამართლოს საქმიანობის კრიტიკა უკვე „შიგნით“ სისტემიდანაც. 

 „პროტესტის ფორმალურ მიზეზად მოიყვანეს სასამართლოს საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება, რომლითაც უცხო ქვეყნების ელჩებს ნამდვილად გამაოგნებელ და უპრეცედენტო განცხადებას, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე ,,ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას“ და ა.შ., უწოდეს არამართებული და შეუფერებელი. სწორედ ეს იქნა გამოყენებულ ფორმალურ მიზეზად და ამბოხებულების მხრიდან ეს შეფასდა როგორც თავდასხმა საერთაშორისო დონორების მიმართ, რომლებიც ამდენ რამეს აკეთებენ სასამართლო სისტემისთვის თურმე საქართველოში და თურმე ეს დიპლომატიური კორპუსი იმდენად „უსუსურია“, რომ მოსამართლეების დაცვას საჭიროებენ, რაც ცხადია უკვე კომიკურ სახეს იძენს. ამ დახმარებას ცხადია არც არავინ არ უარყოფს, თუმცა დახმარების გაწევის პარალელურად (რომელსაც სახელმწიფოების წევენ და არა კონკრეტული დიპლომატები), სასამართლო სისტემისადმი ასეთი უხეში თავდასხმა და ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა ნებისმიერი ქვეყნის თავმოყვარე მოსამართლეებისთვის მიუღებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლობის პრინციპი ყველა სუბიექტთან მიმართებაში უნდა დაიცვას ღირსების მქონე სასამართლო კორპუსმა და შესაბამისად რეზისტენტულები უნდა იყვნენ ყველა სუბიექტთან მიმართებაში (იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა დაცვადი არ შეიძლება შერჩევით იყოს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ ხელყოფს მას). კიდევ ერთხელ დასაფასებელია დონორების წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა და ამას არც არავინ უარყოფს, თუმცა ეს არავის (კონკრეტულ დიპლომატზეა საუბარი და არა ქვეყანაზე) აძლევს უფლებას მოსამართლეები ამგვარად შეურაცხმყოფლად მოიხსენიოს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. ან ხარ დამოუკიდებელი ან არ ხარ. აქ შუალედი არ არსებობს და არცერთ სუბიექტს არ უნდა მისცე უფლება ხელყოს შენი ან სხვა შენი კოლეგა მოსამართლეების ღირსება და დამოუკიდებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ურა-პატრიოტიზმი კი ნამდვილად უადგილოა და აშკარად ჩანს, რომ აქაც ხელოვნურ მანიპულაციებს აქვს ადგილი. ცოტა უტრირება რომ გავაკეთოთ, მაგ ლოგიკით არათუ ერთი რომელიმე დიპლომატის, არამედ თვით ა.შ.შ.-ს პრეზიდენტის არაერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება გაუუქმებია ა.შ.შ.-ს სასამართლოებს თუნდაც უახლოეს წლებში, თუმცა არავის მოუვა აზრად, რომ ეს მოსამართლეები გამოეცხადებინათ თავიანთი ქვეყნის მტრებად. თუმცა ცხადია ეს ყველაფერი ფორმალურია და კონტექსტიდან ამოგლეჯილად და ხელოვნურად ცდილობენ ეს ფაქტორი გამოიყენონ აჯანყების მოსაწყობად. მთავარია, რომ არეულობის პროცესები სასამართლოში ხელოვნურად უნდა დაწყებულიყო არჩევნების დასრულებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდებოდა იგი (რომლის შედეგებითაც ცხადია იმედგაცრუებული დარჩა ნაც. მოძრაობა) და სწორედ ეს ამოცანა სრულდება ეხლა.“- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ფოჩხუა: „ერთი - ერთზე მეჩხუბე, ჩემი დედა ვატირე“- ეუბნება ბესელიას შვილი პოლიციელს. გარდა იმისა, რომ პოტენციური მკვლელია, რომელიც მძიმე ალკოჰოლური თრობის ქვეშ საჭესთან ზის, უპატივცემულოდ ეპყრობა პოლიციას და აგინებს საკუთარ დედას
დავით ქართველიშვილი ეპშტეინის საქმეზე: თუ დადასტურდება, რომ დასავლეთის ელიტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კანიბალური და გაუკუღმართებული ვნებების წესებით, ეს იქნება ზუსტად ის ფინალი, რაც საქართველოში 2013 წელს მოხდა
ზაზა შათირიშვილი: ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივია ისრაელის სასარგებლოდ - მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
არქივი