597
20 ნოემბერი 2021, 20:09
სახელოვანმა ქართველმა კარატისტმა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მეხუთე ადგილოსანმა, 37 წლის გოგიტა არქანიამ დუბაიში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
პირველ წრეში არქანიამ მექსიკელი მოწინააღმდეგე 8:0 დაამარცხა, მეორე წრეში მონტენეგროს წარმომადგენელი - 2:0, მესამე წრეში ესპანელ მოწინააღმდეგეს 8:0 სძლია, მეოთხე წრეში ამერიკელს - 3:0, მეხუთე წრეში ხორვატ მეტოქეს - 3:1. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც დღეს გაიმართა, ქართველმა კარატისტმა იტალიელ მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოუგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს გოგიტა არქანიას, მის ოჯახს, მწვრთნელებს, საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას, სამედიცინო პერსონალს ამ დიდ წარმატებას.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |