საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახლში რუსი მაღალჩინოსანი ცხოვრობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
4550 07 ოქტომბერი 2019, 18:30

 ONGO-ს აფხაზეთიდან გამოუგზავნეს ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მამისეული სახლი. ის ბიჭვინთასთან ახლოს, სოფელ ლიძავაში მდებარეობს.

გამსახურდიების ბიჭვინთის აგარაკი, გასული საუკუნის 60-იან წლებში დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ააშენა და მას „აფსუა აბაყა“ (აფხაზური სახლი)  უწოდა.  

ცნობილია, რომ ლიძავას სახლი ძალზე უყვარდა და მას ხშირად სტუმრობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.

ამჟამად, ზვიად გამსახურდიას მამისეულ სახლს „ახალი პატრონები“ ჰყავს. სამწუხაროდ, ვიდეომასალის ავტორმა გამსახურდიების სახლის ინტერიერის გადაღება ვერ მოახერხა, ის, მხოლოდ გარედან მოხვდა ობიექტივში.

ვფიქრობთ, ყველასთვის საინტერესო იქნება,  როგორ გამოიყურება დიდი მწერლის მიერ  წლების წინ აფხაზეთში აშენებული სახლი დღეს.   

ONGO პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას  შვილს დაუკავშირდა.  ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში მდებარე მამაპაპისეული სახლის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის.

რა თქმა უნდა, მახსოვს ჩვენი სახლი, ბოლოს იქ 80-იან წლებში ვისვენებდით. ის კონსტანტინემ ააშენა და ახლა როგორ გამოიყურება ნამდვილად არ ვიცი.

ჩვენ შევეცადეთ გადაგვეღო თქვენი სახლი და გავსაუბრებოდით იმ ოჯახს ვინც ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა ეზოშიც არ შეგვიშვეს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ვინ ცხოვრობს ახლა თქვენს სახლში?

 ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსანი ცხოვრობს. სხვა, სამწუხაროდ არაფერი ვიცი, რადგან იქ არავისთან გვაქვს კონტაქტი, არ გვყავს  არც მეზობელი, არც სხვა ახლობელი.


 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„იგლ ჰილსის“ პროექტი ისტორიულია, ამაყი ვართ, რომ ჩვენმა ქვეყანამ აღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა შეძლო, ყველა ქვეყანა ოცნებობს ასეთ ინვესტორსა და ინვესტიციაზე
ქვრივიშვილი: 2032 წლისთვის 7 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლების პროექტებში
2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება, მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო
ირაკლი კობახიძემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და უსასყიდლოდ გავატარებთ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
არქივი