„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1410 30 იანვარი 2020, 09:38
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების რესურსს ვერ ხედავს, თუმცა კონსორციუმი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული პროცედურების ფარგლებში, მზადაა მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის.

როგორც ლევან ახვლედიანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, კონსორციუმსა და მთავრობას შორის შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება, რომელზეც მხარეები განიხილავენ სადავო საკითხებს და იურიდიული თვალსაზრისით დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციებს.

„ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარის მხრიდან იურიდიული პროცესების გავლა ყველა შემთხვევაში სავალდებულოა. მთავრობასთან პირველი შეხვედრა ჯერჯერობით არ მომხდარა, თუმცა შეხვედრა უახლოეს დროში შედგება. ამ შეხვედრის შედეგების შესაბამისად გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს. თუ ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, 60 დღის ამოწურვის შემდეგ , ჩვენ წავალთ არბიტრაჟში", - აცხადებს ახვლედიანი.

კითხვაზე, სამთავრობო გუნდის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე ხედავს თუ არა საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების რესურსს, ლევან ახვლედიანი შემდეგნაირად პასუხობს: „ჯერჯერობით ვერ ვხედავ, ამიტომაც ვემზადებით არბიტრაჟისთვის, მაგრამ იურიდიული პროცესი გასავლელია და მზად ვართ, რომ მთავრობასთან ურთიერთობაში კონსტრუქციულობა კიდევ ერთხელ გამოვავლინოთ“,-აცხადებს კონსორციუმის გენდირექტორი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა.მხარეებს 60 დღიანი წინა საარბიტრაჟო ვადა აქვთ, რომელიც დავის თავიდან აცილების მიზნით მოლაპარაკებისთვის უნდა გამოიყენონ. ამასთან,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამორიცხავს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეწყვეტილი ხელშეკრულება აღდგეს და ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისთვის ემზადება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი