ვინ იცოდა გიორგი გახარია 2013 წელს - და რა "იპოსტასში" ჩასცხო მან ზურგში დანა უკვე 2021 წელს ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
722 18 თებერვალი 2022, 12:50
 „ვერ გათვალეთ - რომ ღარიბაშვილი/კობახიძის წარმატებულმა დუეტმა არა თუ არ დაშალა პარტია, არამედ ის 10%-იანი მოსალოდნელი დეფიციტიც დაფარა, რაც გახარიას ღალატით მიაყენეთ ოცნებას - და 2021 წლის არჩევნებმა ისევ იმ ნიშნულამდე დააბრუნა ოცნების ნდობა ამომრჩეველში“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ ჭორების გავრცელებით დაიწყო, როცა ამბობდა "ბიძინას პროექტი ვარო, ნუ შეშინდებით" - რათა ოცნებისთვის ხმების მაქსიმალური რაოდენობა წამოეღო.

„ესეც წლისთავი. პოლიტიკური...არა გარდაცვალებისა, არამედ - სიკვდილის. ვინაიდან ღალატის გზით გარდაცვალება არც სააქაოში და არც საიქიოში არა ფასდება. დღეც როგორი შეურჩევია - "ტალახიდან თავადობამდე" ვინც აგამაღლა - იმის დაბადების დღე. ვინ იცოდა გიორგი გახარია 2013 წელს - და რა "იპოსტასში" ჩასცხო მან ზურგში  დანა უკვე 2021 წელს თავის მამა/მარჩენალ ბიძინა ივანიშვილს, მისივე დაბადების დღეზე. რით დაიწყო - ჯერ ჭორების გავრცელებით: "ბიძინას პროექტი ვარო, ნუ შეშინდებით" - რათა ოცნებისთვის ხმების მაქსიმალური რაოდენობა წამოეღო თავის მოღალატეებით და კოლაბორაციონისტებით გავსებულ პარტიაში. მერე სააკაშვილთან ერთდროული და "შემთხვევითი" ამერიკული ვოიაჟის დროს - მოკლე და გრძელვადიანი თანამშრომლობის დეტალები რომ დააზუსტეთ. ამ შეთანხმების თანახმად, გაუქმებული, მაგრამ დაანონსებული "სარეფერენდუმო" 43%-იანი ნიშნულისთვის - თამასა რომ უნდა ჩაგეწია და ამით მითიური "ვადამდელი" არჩევნებისთვის - საფუძველი ჩაგეყარა. ვერ გათვალეთ - რომ ღარიბაშვილი/კობახიძის წარმატებულმა დუეტმა არა თუ არ დაშალა პარტია, არამედ ის 10%-იანი მოსალოდნელი დეფიციტიც დაფარა, რაც გახარიას ღალატით მიაყენეთ ოცნებას - და 2021 წლის არჩევნებმა ისევ იმ ნიშნულამდე დააბრუნა ოცნების ნდობა ამომრჩეველში. გასაგებია, რომ გახარიას ღალატმა თბილისში მეორე ტური გამოიწვია, გასაგებია, რომ რამდენიმე საკრებულოში სააკაშვილის საკნიდან გაცემული ბრძანება პირნათლად შეასრულეთ და თვით ნაცებშიც კი - თქვენმა ამ "მოულოდნელმა" ალიანსმა დიდი კითხვები გამოიწვია: როგორ ჩაბარდა ისტორიულ მეხსიერებას მაკო გომურისა და თვალთხარია გახარიას, ია კერზაიასა და მისი მკვლელი გახარიას ამბები. დღეს რუსთავის არჩევნების მოლოდინშია უკვე გახარია, სადაც ნაცებთან ერთად მორიგი "გამარჯვებისთვის" ემზადებიან, რაც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივებშიც მათი გარდაუვალი მარცხით დასრულდება. გავიდა წლისთავი. შილაფლავის სუნი ასდის დღეს გახარიას პარტიას, არც პანაშვიდს უხდის ვინმე - რადგანაც ესეც გარდაცვლილთა და არა მკვდართა ხვედრია. ქართველი ხალხი ბრძენია და დღეს უმეტესობა თავის მადლიერების გრძნობას ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს უფრო უკავშირებს, ვიდრე მოღალატე გახარიას "წლისთავს" - მაგრამ ამასაც უნდა შევეხოთ, ამათ შორის თვალსაჩინო უფსკრულის წარმოჩენის მიზნით“,- წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი