მაია მიშელაძე - ვინც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებთ, რატომ არ შეურთდა სანქციების დაწესებას, მეხუთე კოლონას წარმოადგენთ და ზუსტად თქვენ ხართ მოღალატეები!!!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
689 25 თებერვალი 2022, 18:17
...2008 წლის აგვისტოში, „ალია“-ში ვმუშაობდი და ეკონომიკას ვაშუქებდი. ვერავინ იტყოდა კი არა, ენა პირში არ მოუბრუნდებოდა ეთქვა, რომ ის გაზეთი ხელისუფლების მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი. არა, ბატონებო, მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური გაზეთი იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად! - წერს ფეისბუქ გვერდზე ჟურნალისტი მაია მიშელაძე. 

"სასტიკად არაქართული და გაუმართავი სიტყვაა, მაგრამ მაინც დავწერ - პროოპოზიციური გაზეთი იყო „ალია“. რატომ ვატრიალებ ამას ყველა ბრუნვაში? - აგიხსნით! 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ომი რომ დაიწყო, ზუსტად მაშინ, სრულიად ოპოზიციური სპექტრი - ბევრი გაზეთებით, ორი ტელევიზიით - „კავკასიითა“ და „მაესტროთი“ და რადიოებით, ასევე, რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემით (საძირკველი იჭრებოდა და ფეხის მოკიდებას ცდილობდა ინტერნეტ-გამოცემა), მოკლედ, ერი და ბერი დადგა სახელმწიფოს გვერდით და ვინაიდან ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა, ხოლო პრეზიდენტი სააკაშვილი იყო, ცხადია, მათ გვერდით! დიახ, ის ხალხი დაუდგა სააკაშვილს გვერდით, რომლებიც 2007 წლის 7 ნოემბერს, იგივე სააკაშვილმა სასტიკად დაარბია!!!

ჰოდა, ვინც დღეს, ირაკლი ღარიბაშვილს ამუნათებთ, რატომ არ შეურთდა სანქციების დაწესებას, მეხუთე კოლონას წარმოადგენთ და ზუსტად თქვენ ხართ მოღალატეები!!! მეტიც, ლიბერალიზმს ამოფარებული ფაშისტები ხართ და ვერც კი ამჩნევთ, როგორ აიხლართეთ თქვენსავე ორმაგ სტანდარტებში!!!

იმიტომ, რომ დანის წვერზე დადის დღევანდელი ხელისუფლება, თორემ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჯერ კიდევ 2019 წლის 20 ივნისს, გავრილოვის შემოსვლის დღეს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ღამეს (არავითარი გავრილოვის ღამე არ ყოფილა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა იყო, ჩვეულებრივი! ჰო, მართლა, ახლა აღარაა გახარია „თვალთხარია“?!) დიახ, 2019 წლის 20 ივნისს, აქ, ამ სივრცეში დაპოსტე, რომ „ეს ხელისუფლება - თავისი ოპოზიციით, სახლშია გასაშვები!“-მეთქი. იგივე გავიმეორე 2021 წლის 5 ივლისსაც!!! გაგიკვირდებათ და, ახლაც იგივეს ვფიქრობ, ოღონდ, თბილისიდან 40 კილომეტრში რომ რუსის ჯარი დგას, ტერიტორიების 20% დაკარგული გაქვს და ჯერ კიდევ დენთის სუნი ტრიალებს ქვეყანაში, ლამის მთელი ენერგეტიკით - გაზითა და დენით - რუსეთზე ხარ მიბმული და შენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ხუთი ქვეყნიდან, ერთ-ერთი რუსეთია, რა სანქციებს უნდა შეურთდეს ხელისუფლება?

ორი დღეა, ვიხვეწები, რომ ევროპამ და აშშ-მა გაიღვიძოს და ჩემი დამტვრეული ინგლისურით, #WakeUpEUROPE-ს ვწერ ისტერიულად. რატომ, თუ იცით? - იმიტომ, რომ ბომბზე ზის ეს ქვეყანა, დიახ, ის ქვეყანა, თქვენ რომ ასე სასტიკად გძულთ, ჩემოდნებზე რომ სხედხართ და ერთი სული გაქვთ, აქედან გაიქცეთ!!! ვის უწოდებთ მოღალატეებს, თუ დაგავიწყდათ, აგვისტოს ომის დროს, წითელ ხიდთან რომ იდექით?! საკუთარი ნებით გაიხსენებთ, თუ შეგახსენოთ გვარებით, სახელებით, თქვენი ჯიპების ნომრებითა და მაშინ დაკავებული თანამდებობების მიხედვით?! გაიხსენებთ, თუ გაგახსენოთ-მეთქი!!! დიახ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მე, მაია მიშელაძეს, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს, ბეწვზე გადავურჩი სასტიკად დარბევას, არ მომრიდებია სააკაშვილის გვერდით დგომა - სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და არც დღეს მრცხვენია, ადეკვატურად, საღად და ემოციების გარეშე შევაფასო მთავრობის გადაწყვეტილება!

ჰო, და კიდევ ერთი დეტალი - არ შემომივარდეთ აქ, „პოლიტსექტანტები“, თქვენი ბოღმა და ღვარძლი, თქვენსავე „ბაბლში“ დააფრქვიეთ! გავრილოვის მადლი გფარავდეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ მოკლე მეხსიერება არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად დეტალურად მახსოვს ყველაფერი - გვარებით, სახელებით, მანქანების ნომრებითა და თანამდებობებით!" - წერს მაია მიშელაძე. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი ეპშტეინის საქმეზე: თუ დადასტურდება, რომ დასავლეთის ელიტები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ კანიბალური და გაუკუღმართებული ვნებების წესებით, ეს იქნება ზუსტად ის ფინალი, რაც საქართველოში 2013 წელს მოხდა
ზაზა შათირიშვილი: ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში ტრამპის როლი აქტიური, მაგრამ მკვეთრად ცალმხრივია ისრაელის სასარგებლოდ - მისმა პოლიტიკამ, მათ შორის „სამშვიდობო საბჭოს“ შექმნამ სტატუს-კვო შეცვალა, მაგრამ კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
არქივი