1996 წლიდან 2019 წლამდე საქართველომ გადაინაცვლა „ეკონომიკურად რეპრესირებული“ კატეგორიიდან „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში, მაჩვენებლები რეკორდულია, სულ რაღაც 13 წელიწადში 124-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1311 03 თებერვალი 2020, 10:31
უკვე წლებია, რაც აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. წელს დადგა მისი გაფორმების დრო, რამაც უნდა ცხადყოს ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს ამერიკულ მისიაში
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტად.
„ბოლო ათწლეულში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციის და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით“ - ნათქვამია - “Heritage Foundation”-ის მკვლევარის ალექსის მრაჩეკის სტატიაში „5 მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 1996 წლიდან, როცა "ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა" დაიწყო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნება, 2019 წლამდე საქართველომ გადაინაცვლა „ეკონომიკურად რეპრესირებული“ კატეგორიიდან „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში. საქართველოს მაჩვენებლები რეკორდულია, რადგან სულ რაღაც 13 წელიწადში მან 124-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. „უკვე წლებია, რაც აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. წელს დადგა მისი გაფორმების დრო, რამაც უნდა ცხადყოს ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს ამერიკულ მისიაში, ავღანეთში. საქართველო-აშშ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება ცარიელ ადგილზე როდი დაიწყება - ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების და ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო-ხელშეკრულების გარდა, უკვე მიმდინარეობს მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტად“ - ნათქვამია სტატიაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი