ლევან ნიკოლეიშვილი: სასწრაფოდ მისაღებია კანონი დეზინფორმაციისა და ცილისწამების შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
634 11 მარტი 2022, 11:26
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქ გვერდზე აზიარებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ნედ პრაისის განცხადებას „მთავარი არხის“ წარმომადგენლის დასმულ შეკითხვაზე და წერს - „ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ცოტა დაგვიანება უყვართ და მანამდე ჩვენ ხომ არ მიგვეხედა, ჩვენ ქვეყნისთვის, რაც უფრო სწრაფად უკეთესი იქნებოდა! რამდენჯერაც იკითხავთ როგორ? იმდენჯერ გიპასუხებთ: სასწრაფოდ მისაღებია კანონი დეზინფორმაციისა და ცილისწამების შესახებ!“ 

 „უკრაინას თუ რუსეთი ეომება, საქართველოს ქართველები, უკრაინაში თუ მშვიდობიანი მოსახლეობა კვდება და ქალაქები იბომბება, საქართველოში დღე არ გავა, ვინმე არ გამოხტეს და ისეთი, რამ არ ჩაიდინოს ჭკუიდან არ გადაიყვანოს ხალხი, ახლა გაიგე ვის მიმართ უფრო დიდი დანაშაული ხდება უკრაინელების მიმართ, თუ ქართველების მიმართ. ჯერ იყო და უკრაინის მხარდამჭერი აქციის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციად გადაქცევის მცდელობა, მერე უკრაინის ლიდერების, რომლებიც წესით თავის ქვეყნის გადარჩენაზე უფრო უნდა ფიქრობდნენ, კრიტიკული არამკითხე განცხადებები, ამას ხატია დეკანოიძის მიერ ერთაშორის შუღლის გაღვივების მიზნით, საქართველოზე რუსეთისთვის იარაღის შექმნის დახმარების დაბრალება. და აი, სულ ახალი, ვინმე ვიგინდარა ჟურნალისტად წოდებულის მიერ ამერიკელ ჩინოვნიკზე დასმული კითხვა, რომელიც მე პირადად ასე გავიგე: „გასაგებია, რომ რუსეთთან საომარ კონფრონტაციაში ვერ შედიხართ, მაგრამ შეგიძლიათ ერთი დიდი ბომბი საქართველოში ჩამოაგდოთ?“ ან „რუსეთში რომ ჩამოყაროთ ბომბები, ისე რომ საქართველოს დაჰბრალდეს?“ ბატონი ნედ პრაისი უპასუხებს: „რა გინდა შვილო?“ ეს ვაი ქართველი დემნა კი ისევ - „საქართველოს ხელისუფლება არაა აქტიური უკრაინა-რუსეთის ომში და მაგრად მიტყდება“. ნედ პრაისი: „საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა, ის კი არა და ჩვენც რაც შეგვიძლია იმაზე მეტს, ვერც ჩვენ ვაკეთებთო“ და იქვე იკითხა: „ეს პროვოკატორი ვინ შემოუშვა და საერთოდ ეს ვინ არისო“ უპასუხეს: „ ესო, აკრედიტებული ჟურნალისტიაო, საქართველოს ამა და ამ არხიდანო“. „ვაი, საქართველო, რა დღეში ყოფილხარო“ - ჩაილაპარაკა ნედ პრაისმა - „დასრულდება ომი უკრაინაში და მართლა დაგეხმარებითო, ეს დემოკრატია არაა და ასეთი საკითხები მართლა მისახედიაო, ეს რომ ამერიკელ ჟურნალისტს ეთქვაო, ჩვენ მას... “ არ ვიცი, არ ვიცი, ამ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, ცოტა დაგვიანება უყვართ და მანამდე ჩვენ ხომ არ მიგვეხედა, ჩვენ ქვეყნისთვის, რაც უფრო სწრაფად უკეთესი იქნებოდა! რამდენჯერაც იკითხავთ როგორ? იმდენჯერ გიპასუხებთ: სასწრაფოდ მისაღებია კანონი დეზინფორმაციისა და ცილისწამების შესახებ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი