თამთა მეგრელიშვილი ხაბეიშვილს: ხვალ ველი, შენს პასუხს, ამოიღე ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლების და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა. არ დაგავიწყდეს მიაწერე "რუსეთუმეა" - სერბეთი, ბულგარეთი, ბუდაპეშტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
704 13 მარტი 2022, 22:54
,,საჭირო ეტაპების გასავლელად (EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა.

რაც ოპოზიციონერმა "ტროლმა" ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაეხარდა, ის ხომ კახა კა­ლა­ძეს 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუ­სული კომ­პა­ნი­აა,” - ასე ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებას. 

როგორც მეგრელიშვილი წერს, ამ კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმა - როგორიც არის ბუდაპეშტი, სერბეთი, ბულგარეთი. 

,,თბილისის მეტროს განახლების პროექტს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამით ხორციელდება, იმ უმნიშვნელოვანეს პროექტთაგან ერთ - ერთია რომელიც აუცილებლად განხორციელდება.
თბი­ლი­სის მეტ­როს მო­დერ­ნიზებისთვის170-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­შეკრუ­ლე­ბა უკვე გაფორმებულია. 

სხვა საჭირო ეტაპების გასავლელად 
(EBRD-მა) მის მიერვე გამოცხადებული კონკრეტული ტენდერის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების ფინანსური ანგარიშსწორება დროებით შეაჩერა
რაც ოპოზიციონერმა "ტროლმა" ხაბეიშვილმა პროექტის ჩავარდნად გადათარგმნა და თან გაუხარდა, ის ხომ კახა კა­ლა­ძეს 170 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შეწყვეტას მხოლოდ იმ მოტივით სთხოვს, რომ შემსრულებელი რუ­სული კომ­პა­ნი­აა. 

და მაინც, ამ რუსული კომპანიით ისარგებლეს წამყვანმა ქვეყნებმაც:
ბუდაპეშტი 2016-2017 წ - 222 მეტროს ვაგონი;
სერბეთი 2012-2016 წ - 39 რელსიანი ავტობუსი;
2012-2016 წ ორვაგონიანი მატარებელი (დიზელზე)
ბულგარეთი  2013 წ - 30 მეტროს ვაგონი
2020-2023 წ სრული მოდერნიზაცია 48 ვაგონის 
ყველა ეს დაკვეთა შეასრულა სს "მეტროვაგონმაშ- მა.
ყველა ქვეყანა ჩამოთვლილთაგან რუსეთუმეა?!
აბა ხვალ ველი შენს პასუხს ხაბეიშვილო ამოიღე  ამ ქვეყნების ფოტომასალა, ფურცლებისა და ფოტოების ფრიალი მაინც შენი სტიქიაა.
არ დაგავიწყდეს მიაწერე "რუსეთუმეა"
მაგ: სერბეთი - რუსეთუმეა!
ბულგარეთი - რუსეთუმეა!
ბუდაპეშტი,” - წერს მეგრელიშვილი facebook -ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი