ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს,საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1260 09 ოქტომბერი 2019, 17:53

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებულ ვარიანტს მხარი დაუჭირა.

ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში როგორც მაკროეკონომიკური, ისე ფისკალური პარამეტრები შენარჩუნებულია კანონპროექტის პირველი ვარიანტით განსაზღვრულ დონეზე, კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით,  წინა კომიტეტზე გამოთქმული შენიშვნები ძალაში რჩება და ამის შესახებ პლენარულ სესიაზეც იქნება საუბარი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა იზრდება 92.8 მილიონი ლარით და შეადგენს 12 965.5 მლნ ლარს, ხოლო გადასახდელების -223.1 მლნ ლარით და მიაღწევს 13 313.1 მლნ ლარს. იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 131 მლნ ლარით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს -10 მლნ ლარით, შსს დაფინასება-25 მილიონით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამატებით გათვალისწინებულია 130 მილიონი ლარი. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი სესიაზე განსახილველად მომავალ კვირას გავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება
გორდულაძე: მნიშვნელოვანია, რომ დიახ, ბიზნესმა მოგება აუცილებლად ნახოს, ვინაიდან თავისუფალი ბიზნესის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკურ წინსვლაზე ვისაუბროთ
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
არქივი