2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც სააკაშვილის რეჟიმს და არც მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
642 16 მარტი 2022, 15:47
ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის სანქციებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და წერს
„მოკლედ, რაც უნდა გაეგო დღეს ელემენტარული აზროვნებისა და ინტელექტის მქონე homo sapiens--ს ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებიდან. არა-homo და არა-sapiens-ებს ეს რა თქმა უნდა არ ეხება. აზრი არა აქვს. მაშ ასე,
არასწორია: ყოფილი რეჟიმის მხრიდან, ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებებისა და ანტიპროვოკაციული მოწოდებების სრული იგნორირება; 2008 წლის 7 აგვისტოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული კასეტური ბომბების გამოყენებით, საომარი მოქმედებების პროვოცირება რუსეთთან; ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ სანქციების არშემოღება; საერთაშორისო არენაზე - არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში ამ სანქციების შემოღების მოთხოვნაზე სრული პასიურობა; რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში დახმარების გაწევა; რუსეთთან ცალმხვრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება; რუსეთისთვის სტრატეგიული ეკონომიკური და ენერგეტიკული ობიექტების მიყიდვა; ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების (მესხელი, ბოკერია, ხეთაგური და სხვები) ახლო ნათესავების ФСБ-ს გენერალიტეტის საკურატორო მიმართულებებზე "თელასში" სამსახურში მოწყობა; რუსეთისა და ყაზახეთის შავი ფულის გასათეთრებლად - 2012 წლის დასაწყისში აჭარის სადეველოპერო ბაზრის დათმობა სწორია: 2015 წელს ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთება; რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ პარლამენტის რეზოლუციის მყისიერი მომზადება; გაეროში რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკური სანქციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის მხარდაჭერა; უკრაინის ომის გარშემო ჰააგის ტრიბუნალის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან თითოეული გადადგმული ნაბიჯის შეთანხმება და მათი მხრიდან სრული მხარდაჭერა; ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ რეზოლუციის მომზადება და განაცხადის შეტანა; ქვეყნისთვის ომის აცილების, ოკუპაციის დასრულების, ეკონომიკური კოლაფსის დადგომის თავიდან ასაცილებლად პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებით განპირობებული სახელისუფლებო პოლიტიკის გატარება; უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაწეული და მიმდინარე ჰუმანიტარული ხასიათის დახმარების გაწევა და დევნილთა ნაკადის მისაღებად სრული მზაობა“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი