კრემლს უკრაინის ქალაქებში ჰყავს დივერსანტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის შენობებზე აკეთებენ სპეციალურ მარკირებას, მსგავს სამიზნეებსა და საცეცხლე წერტილებს ვერბალურად ქმნის საქართველოში კრემლის მეხუთე კოლონის მეთაური მიხეილ სააკაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
765 17 მარტი 2022, 14:04
„ვერც ეს ბინძური ტყუილი და ვერც სხვა განცხადებები თუ ქმედებები ვერ ჩამორეცხავენ ფლიდ სააკაშვილსა და მის პარტიას იმ დამღას, რაც აქვთ - საქართველოს მოღალატეები! პროვოკაციებს კი თავად ამზადებს საქართველოს სახელმწიფოს მტერი "ნაციონალური მოძრაობა"! - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. 

 „აგრესორ კრემლს უკრაინის ქალაქებში ჰყავს დივერსანტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის შენობებზე აკეთებენ სპეციალურ მარკირებას, რათა ოკუპანტებმა წარმატებით დაბომბონ უკრაინა. მსგავს სამიზნეებსა და საცეცხლე წერტილებს ვერბალურად ქმნის საქართველოში კრემლის მეხუთე კოლონის მეთაური, ამხანაგი მიხეილ სააკაშვილი. მაოხრებელმა გზირმა დღეს უტიფრად და უსინდისოდ განაცხადა: სერიოზული უცხოური წყაროებიდან (დიპლომატიური წყაროებიდან), მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან, მე მომივიდა ინფორმაცია... მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ... თქვენ ხედავთ, რომ მუდმივად არის ლაპარაკი - საქართველოში არის ომის ხაზი... მე მეზიზღება ომი... ომი ეზიზღება ყველა ნორმალურ ადამიანს... თუ დააკვირდებით, ომზე არ საუბრობს არავინ გარდა მთავრობისა... იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რის შემდეგაც ეს დაბრალდება ჩვენს ოპოზიციურ ჯგუფებს. რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს, საქართველოს მთავრობას დაუყოვნებელ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას - მთავრობა კი მზად იქნება ამისთვის.. ამავე დროს დაერიოს და პრაქტიკულად გააჩეროს საქართველოში ოპოზიციის საქმიანობა... ომის პარტია არის "ქართული ოცნება". მათ სჭირდებათ ომი, იმიტომ რომ ეკონომიკა თავზე დაენგრათ, ქუჩაში თავი ვეღარ გამოუყვიათ, ყველა აგინებს და აფურთხებს...შანსი არ არის ხელისუფლების სხვანაირად შენარჩუნების, თუ არა არეულობებით და ომით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანად და ორგანიზებულად. მდუმარედ გამოვიდეთ...მდუმარედ დავდგეთ 100 000... ვერც ეს ბინძური ტყუილი და ვერც სხვა განცხადებები თუ ქმედებები ვერ ჩამორეცხავენ ფლიდ სააკაშვილსა და მის პარტიას იმ დამღას, რაც აქვთ - საქართველოს მოღალატეები! პროვოკაციებს კი თავად ამზადებს საქართველოს სახელმწიფოს მტერი "ნაციონალური მოძრაობა"! - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი