მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
573 21 მარტი 2022, 11:36

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმიანება.

„ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევაში მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა: „საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში" - 76,5% ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6% არ ეთანხმება, 3,9% კი პასუხობს - არ ვიცი.

„საქართველო იმიტომ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში“ - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1%, არ ეთანხმება 69,5% და 9,4% პასუხობს რომ არ იცის.

„ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში“ - ეთანხმება 67,7%, 26,3% არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის.

„საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას“ - ეთანხმება 75,9%, არ ეთანხმება - 20%, 4,1%-მა არ იცის.

„საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა“ - ეთანხმება 22,7%, არ ეთანხმება 71%, და 6,3%-მა არ იცის.

საქართველოს ტელესივრცეში ნდობის მაჩვენებელში კვლავ ლიდერობს "იმედი" 32%, შემდეგ მოდიან: „რუსთავი 2“ -12,7%, „მთავარი არხი“ - 11%, „ტვ პირველი“ -7,8 %, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4,5%, „პოსტივი“ - 3,5%, „ფორმულა“ -1,9%, „მაესტრო“ - 1,8%, „პალიტრა“ - 1,6% - წერს ბოჟაძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი