ლევან ნიკოლეიშვილი: ნაცებს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ ეუბნება არას იმიტომ, რომ მობეზრდათ და არ უნდა ტყუილი დაპირებები, დეზინფორმაცია, ომი, რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
702 02 აპრილი 2022, 22:14
„ქართული ოცნება,“ კი იგებს იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხედავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი წინასწარი შუალედური არჩევნების შედეგებს. 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ძალიან გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი, რომელიც კარგად არჩევს ვის უნდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება.

,,არჩევნები, ჩვეულებრივი იქნება თუ შუალედური ხალხის ნებისა და განწყობის ინდიკატორია. რაც არ უნდა იკივლოს და იწივლოს ოპოზიციამ, მათმა არასამთავროებმა და დეზინფორმაციის მანქანა-ტელევიზიებმა ფაქტი სახეზე „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოუგო. მიზეზი იმდენად მარტივი და უბრალოა, საერთოდ პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანიც კი მიხვდება: ნაცებს კიდევ ერთხელ ეუბნება არას ამომრჩეველი იმიტომ, რომ მობეზრდათ და არ უნდა: 
• მათ ტყუილი დაპირებები, ფეიკები და დეზინფორმაცია; 
• ომი, რევოლუცია, არეულობა და დესტაბილიზაცია; 
• სააკაშვილის ბაქიბუქის მოსმენა; 
 ერთ და იგივე ვადაგასული პოპულისტი და არაფრისმაქნისი მონაცო პოლიტიკოსების დანახვა!
 „ქართული ოცნება,“ კი იგებს იმიტომ, რომ ამომრჩეველი ხედავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. ძალიან, ძალიან გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი,რომელიც კარგად არჩევს ვის უნდა სხვისი შვილების ომში გარეკვისა და სიკვდილის ხარჯზე თავის შვილების ფუფუნებაში გაზრდა, ოღონდ სამშობლოს სიყვარულით არა და ვის უნდა მშვიდობა და ქვეყნის განვითარება,” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook- ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი